12:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 01:54:26, 2394 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი სასტუმროდან გავიდა და არ დაბრუნებულა - ადვოკატმა მისი ადგილსამყოფელი არ იცის

გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის სასტუმრო დატოვა და უკან არ დაბრუნებულა, - ამის შესახებ Unian იუწყება.

როგორც სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისთვის უცნობია თუ სად იმყოფება ოდესის ყოფილი გუბერნატორი, თუმცა მიიჩნევს, რომ სააკაშვილი შესაძლოა ჩერნოვეცში იმყოფებოდეს.

სამართალდამცველების თქმით, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ყოფილი პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, სააკაშვილი ღამის გათენებას სასტუმროში აპირებდა, თუმცა გვიან ღამით მან სასტუმრო საქმის გამო დატოვა. სასტუმროს პერსონალი აცხადებს, რომ დელეგაცია გვიან ღამით დაბრუნდა, მაგრამ სააკაშვილი მათთან ერთად არ ყოფილა.

ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics