15:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 03:29:40, 2527 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრა 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მიდიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. სტიქია ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.

აღსანიშნავია, რომ სეისმოლოგები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. მათივე თქმით, წყნარი ოკეანის მთელ რეგიონში მოსალოდნელია 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე ტალღები.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის გამო მექსიკის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურება.

სტიქიას ქვეყნის პრეზიდენტი ენრიკო პენა ნიეტო გამოეხმაურა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად ზარალი 50 მილიონ ადამიანს მიადგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ისევ გაიზრდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics