|
2017-09-08 05:18:48, 2176 ნახვა
პოლიტიკა
73-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი აირჩია
ცენტრალურმა სააერჩევნო კომისიამ, 2-4 სექტემბერის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი აირჩა. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, 46 ადგილი ვაკანტური დარჩა, სადაც გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო სააარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა ხელახლაა შესაძლებელი. "მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 758 წევრიდან 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული მხოლოდ 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82%-ია. დანარჩენ არჩეულ პირთაგან (18%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენელად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე. აღსანიშნავია, რომ ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩვენო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 193 - ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა. ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა. მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია", - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში. (NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)