|
2017-09-07 05:42:29, 2384 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესებს დაესწრება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, კარგი იქნება თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესებს დაესწრება. მისივე თქმით, ასე ყოფილი პრეზიდენტი თავს უკეთესად დაიცავს. "ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ოთხივეზე მიდის გამოძიება. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი თვითონ დაესწრება სასამართლო პროცესს, ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხი. თუ გამოცხადდება, ეს გაცილებით უკეთესი იქნება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, როდესაც ადამიანზეა აღძრული საქმე, მასზე გამოცხადებულია ძებნა, ეს ბუნებრივი პროცესია, ამაში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არაა. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)