16:32 - 14 Jul, 2026
|
2017-09-05 08:17:27, 2507 ნახვა
მსოფლიო
კანადამ ჩეჩნეთიდან ლგბტ თემის 35 წარმომადგენელი მიიღო
კანადის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Rainbow Railroad"-მა ჩეჩნეთიდან ლგბტ-თემის 35 წარმომადგენლის ევაკუაცია მოახდინა, - ამის შესახებ CBC News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მათგან 31 ადამიანი ამ დროისთვის კანადაში იმყოფება. "Rainbow Railroad" აღმასრულებელი დირექტორის კიმალი პაუელის განცხადებით, უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად კანადის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. მისივე თქმით, კანადის ხელისუფლებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ვიზა დაჩქარებულ რეჟიმში გასცა, რადგან ჩეჩნეთის მოქალაქეები იდევნებოდნენ. "ახლა უნდა ვიფიქროთ ამ ხალხის ინტეგრაციაზე, ჩვენს სახელმწიფოში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ", - აღნიშნა პაუელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)