|
2017-09-02 07:26:08, 841 ნახვა
რეგიონი
ბათუმობა 2017- საზეიმოდ მორთულ მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა გაიმართა
ბათუმობასთან დაკავშირებით რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქის სტუმრებთან და რიგით ბათუმელებთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. სიმბოლურად, "ბათუმობა 2017" მემედ აბაშიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ კარიბჭესთან გაიხსნა. სასულე ორკესტრის საზეიმო მარშის ფონზე მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მოძრავი სანახაობა გამართეს. მოსეირნეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე და მის გადამკვეთ ქუჩებზე ბათუმობასთან დაკავშირებული საგამოფენო სივრცეები და ხელნაკეთი ნივთების სტენდები დაათვალიერეს. „მიხარია, რომ დღეს ქუჩაში მთელი ქალაქია გამოსული და ზეიმობს ამ ლამაზ დღესასწაულს. მინდა ვისარგებლო შემხვევით და ყველას მივულოცო ბათუმობა და ვუსურვო წარმატება, სიკეთე და მშვიდობა პირველ რიგში.სასიხარულოა, რომ წელს გაფართოვდა გეოგრაფია და აქ არის ოფიციალური დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან, ტურისტი უამრავი ქალაქიდან და რეგიონიდან. ეს ჩვენი ქალაქის დღეა და ამ ტრადიციას ყოველწლიურად კიდევ უფრო განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება" - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთნ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. წელს "ბათუმობის" ფარგლებში მოზარდებისთვის და პატარებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლებელი იყო ფოტოსესიების გამართვა და ქუჩის მოხატვაში მონაწილეობა. დღესვე, ევროპის მოედანზე ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კითხვის მოყვარულთათვის "წიგნები ბათუმში" და „ბიბლუსმა" - თავიანთი წიგნების გამოფენა - გაყიდვას გამართეს. დღის ბოლოს ბათუმის საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ბათუმის" ვარსკვლავი გაიხსნება და საპატიო ბათუმელები დაჯილდოვდებიან. ბათუმობის პირველი დღის საფინალო კონცერტს ბათუმის ჯაზ ბიგბენდი ევროპის მოედანზე გამართავს. (NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)