16:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 04:17:21, 2191 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია: თურქმენეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები.

მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე თურქმენულ ბაზარზე ქართველი მწარმოებლების შესვლა განიხილეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ  სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და  ლოგისტიკა, ასევე არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ქართველი მწარმოებლების შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება  მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის  მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრებს პრემიერთან ერთად ეკონომიკის მინისტრიც ესწრება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics