10:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 14:46:49, 2346 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილის თქმით, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანაშორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ამით ამოიწურება თამარ მეარაყიშვილის მიმართ მსგავსი ქმედებები.

მინისტრის თქმით, დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ მისი გათავსუფლებისა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებლები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ამჟამად ის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა, თუმცა ხვალ ის ე.წ. უწყებაში კვლავ არის დაბარებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics