13:03 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 10:31:08, 2610 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მდებარე ა.ა.- ს საცხოვრებელ სახლში, თ.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ. ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 19 დეკემბერს ქ. ფოთში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). 
გორის რაიონულმა სასამართლომ თ.ჩ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics