23:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 12:51:59, 1085 ნახვა

რეგიონი
ყაზახეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებმა აჭარაში ვიზიტი დაასრულეს

#გამოცდილების_გაზიარება #ჯანდაცვა2017 ყაზახეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებმა აჭარაში ვიზიტი დაასრულეს.

მედიკოსებმე შემაჯამებელი შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან გამართეს. ყაზახი მედიკოსები აჭარას გასულ კვირას ეწვივნენ, გაეცნენ რეგიონის ჯანდაცვის სისტემასა და სახელმწიფო პროგრამებს.

იმყოფებოდნენ სამედიცინო დაწესებულებებში, კერძოდ, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. სტუმრების მთავარ ინტერესს საქართველოში მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმოადგენდა, რაზეც მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. 1 იანვრიდან ყაზახეთის რესპუბლიკა ახალი სადაზღვევო პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, საქართველოს გამოცდილება მათთვის ერთგვარ მაგალითს წარმოადგენს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics