|
2017-08-09 19:05:49, 845 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მიმდინარე წელს 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. „ აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელდება 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი იქნა ხუთივე მუნიციპალიტეტში 42 ხელოვნურ ნაგებობის, მათ შორის ერთი ხიდის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები 1 255 631 ლარის ოდენობით. 41 ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს ფერდსამაგრი სამუშაოები, რისთვისაც კეთდება საყრდენი კედლები. პროექტები 42 -ვე ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის შევიძინეთ. ყველა პროექტს აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გეოლოგიური დასკვნები. პროექტებიდან 1 ხიდი შენდება ქედაში, დანარჩენი 41 პროექტი გადანაწილებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში" - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, არაერთხელ დაესწრო გზების მოასფალტებისა და ბეტონის საფარის დაგების პროცესს აჭარის სხვადასხვა სოფელში. მისი თქმით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არის ყველაზე მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. „მხოლოდ მიმდინარე წელს 300-ზე მეტი პროექტია დაგეგმილი აჭარის მუნიციპალიტეტებში და მათი 85 % დასრულებულია, ან მიმდინარე პროცესშია. სულ რეგიონს 87 კმ ახალი ასფალტის საფარიანი გზა ექნება, რაც შთამბეჭდავი ციფრია" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღეს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 3 565 283 ლარს. აღნიშნული თანხით განხორციელდება შემდეგი პროექტები: ბათუმში მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემების მოწესრიგების პროექტები, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება მრავალსართულიანი სახლების ძველ ლიფტებს და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდება ახალი ლიფტები. მოეწყობა ქუჩები გონიო-კვარიათის დასახლებებში. თანხები გათვალისწინებული იქნება ასევე ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების სამუშაოებისა და ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ნაგავმზიდი მანქანის შეძენისათვის.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)