20:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 08:52:59, 2292 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, რომელიც პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შედგა, უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება.

უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ემოციური  დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა თავის შედეგს გამოიღებს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას თანადგომისთვის, ხაზი გაუსვა  სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და უკრაინელ ხალხს გმირულ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics