|
2017-08-04 11:06:35, 2224 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.შ. 2016 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, დანით შეიარაღებული თავს დაესხა მ.ქ.-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა საფულე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტანისამოსს. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ.შ. 2016 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა. სასამართლომ გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)