|
2017-08-03 10:37:08, 2278 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აშშ-ის ადმინისტრაციას ქართველი ხალხის სახელით, ხმამაღალი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებას. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხის სახელით ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ, ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება, სტაბილურობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის კარგად შეფასებული და ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ მეტი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)