14:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 10:37:57, 2633 ნახვა

სამართალი
შსს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შსს-ს სადარაჯო ხომალდმა „სოხუმმა“ ყოველწლიურ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში „SEA BREEZE–2017“ მონაწილეობა მიიღეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა.

მათივე ცნობით, ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო აშშ-ს და ნატოს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ამაღლება.

სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის შესაბამისი უწყებები.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics