11:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 19:17:30, 2591 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის მოქალაქეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი), - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ  ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც  მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა,  უკავშირდებოდა  და გარკვეული თანხის სანაცვლოდ  სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

„სამართალდამცველებმა  ჰ.ქ.  ბრალდებულის სახით  2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics