17:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 12:35:49, 2698 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: უკრაინულ მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის მისაღებია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ მიმართა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ქართული მხარე სააკაშვილის გადმოცემას დასაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვდა.

„ჩვენ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული იყო, მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები. თუმცა, რა თქმა უნდა პროკურორები გააგრძელებენ თანამშრომლობას და როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქართლ მხარეს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, საკითხი არ განხილულა. მანვე, მოგვიანებით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განმარტა: „გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics