|
2014-12-31 10:55:07, 3039 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა საჩხერე-ამბროლაურის მშენებარე განყოფილება დაათვალიერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის განყოფილების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა. შსს-ს ინფორმაციით, მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობის აგება, რომელიც ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვება. ახალ შენობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია სპეციალური პანდუსების მოწყობა, ასევე დაგეგმილია სააგენტოს ეზოს კეთილმოწყობა. 2015 წლის მაისიდან დაინტერესებული პირები საჩხერე-ამბროლაურის განყოფილებაში მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისით ისარგებლებენ. მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილება ამ ეტაპზე მომხმარებელს დროებით თავისუფლების ქუჩა N:3-ში მდებარე შენობაში ემსახურება. ცალკე ტერიტორიაზეა განთავსებული მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მოედანი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)