20:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 15:14:00, 2663 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ

„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ და თანმიმდევრულ გზას ვადგავართ“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო  უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც ამიერკავკასიაში არასტაბილურობის პროვოცირება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით  ხდება.

დოლიძის თქმით,  საქართველოში პარალელურად ზოგიერთი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერისგანაც ისმის მსგავსი განცხადებები.

„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩვენი კურსის, ჩვენი ქმედებების  თანმიმდევრულობაში, სისწორეში. ე.ი. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ძალიან ცუდია და გულდასაწყვეტია ის, რომ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული  სწორი, თანმიმდევრული და  ინტეგრაციის პარალელურად  რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების  ნაბიჯების მიუხედავად, ლავროვი მაინც ამ სიტყვებით გველაპარაკება და ამგვარ განცხადებებს აკეთებს. ძალიან სამწუხაროდ პარალელურად  საქართველოშიც ზოგიერთი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერის მხრიდანაც მომისმენია ამგვარი განცხადებები და  ძალიან თანხვედრაში მხვდება ხოლმე“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics