|
2017-07-11 12:46:33, 2520 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება, თუმცა მასში არაფერი იქნება ისეთი, რაც მშობლებისთვის მიუღებელია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება, თუმცა სამინისტრო ყველა ნაბიჯს გადადგმას, რომ „არაფერი არ იყოს საგანში ისეთი, რაც მოსწავლეების ოჯახებისთვის იქნება მიუღებელი“. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების ოჯახის წევრებმა კარგად გადახედონ სახელმძღვანელოებს და გაეცნონ საგნის სტრუქტურას, რომელიც სასწავლო გეგმაშია გაწერილი. რაც შეეხება გუშინ გამართულ აქციას, სადაც სკოლის მოსწავლეების მშობლები საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლებას აპროტესტებდნენ, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მასალები რომლებსაც აქციაზე ავრცელებდნენ არის უცნობი წიგნიდან და ისინი მიუღებელია. „საგნის სტრუქტურა, რომელიც გაწერილია სასწავლო გეგმაში, ანუ მთელი პროგრამა, არის შეთანხმებული პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ის მასალები, რასაც გუშინდელ აქციაზე ავრცელებდნენ, არის რომელიღაც ჩვენთვის უცნობი წიგნიდან, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, არაფერი არ უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ, ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგნის სწავლების დაწყება ამ სასწავლო წლიდან იგეგმება, თუმცა, მისივე თქმით, განხილვის პროცესი მიმდინარეობს და „დაიწყება თუ არა ამ წლიდან, პროცესში დაზუსტდება“.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)