|
2017-07-06 17:27:47, 2371 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არასოდეს დამდგარა
„არასოდეს საქართველოს საკითხი ასე აქტუალური არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და არასოდეს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას. მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს. „საქართველოს მთავრობა ძალიან მტკიცე პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამას ჩვენ ვახორციელებთ გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად. არასდროს საქართველოს საკითხი ასე აქტუალური არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს არის და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც ვახორციელებთ და ვფიქრობთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკის შესაბამისად. გვაქვს პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიების გამთლიანებას, დეოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. ამ პოლიტიკას ბევრად უფრო წარმატებით ვახორციელებთ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზზე და როდესაც თვითონ ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას, ხელი შეუწყვეს ყველა ამ პროცესის წარუმატებლობას“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ამასთან, ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უარყოფს ბორდერიზაციის პროცესს. ამ ქმედებას მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა. „ჩვენი მიზანია, რომ რუსულ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და გავაგრძელოთ მიზანმიმართულად ჩვენი ქმედებები, რომლებიც თავსებადია საერთაშორისო სამართალთან, ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოების ხედვასთან და რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციას და გამთლიანებას“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)