03:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 20:53:48, 2506 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო გამარჯვება

მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ოფიციალური წარდგენა მიმდინარეობს. 

კალაძეს, თბილისის მერობის კანდიდატად, გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. 

პრემიერ მინისტრის განცხადებით, კახი კალაძეს ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულად აქტიური სამოქალაქო პოზიცია და ის მმართველი გუდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია,

"დღეს, უკვე ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე - კახი კალაძე. 

კახი გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, არამედ ის გახლათ ჩვენი საზოგსადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი. სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო გამარჯვება.

კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებით. ის არის ენერგიული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ძალიან კარგი მეოჯახე. მას ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულად აქტიური სამოქალაქო პოზიცია. კახი იყო იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა და მან ყველაზე კარგად იცის შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics