|
2017-06-29 23:10:25, 2513 ნახვა
პოლიტიკა
ბუკიკიო: თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდება, ეს იქნება ტრაგედია
თუკი კონსტიტუციის ახალ პროექტში კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ მისასალმებელი იქნება, - ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა. “ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ, მეტ პლურალიზმს პარლამენტში. კრიზისი სერიოზული სიტყვაა, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ დიალოგი არ არსებობს. ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსესუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. ჯანი ბუკიკიომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობისგან კონსენსუსის მიღწევის დაპირება მიიღო და იმედოვნებს, რომ უმრავლესობა კომპრომისებზე წავა. სხვა შემთხვევაში კი პროცესის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეაქვს. „პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს, დიალოგისა და კონსესუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. დღეს კი ჯანი ბუკიკიო კონსტიტუციის ახალი პროექტის ირგვლივ მიმდინარე განხილვების შესახებ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანი ბუკიკიომ არაერთხელ დააფიქსირა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმედგაცრუება, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)