2017-06-23 21:30:02, 2414 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ირაკლი მამალაძემ ცალსახად დაადასტურა, რომ დეკანოზს სურდა თეთრუაშვილის მკვლელობაც
" ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ირაკლი მამალაძემ ცალსახად განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს ჰქონდა განსაკუთრებული ზიზღი თეთრუაშვილის მიმართ და მას აღიქვამდა, როგორც კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად.
"თქვა, რომ გიორგი მამალაძე გამუდმებით ამბობდა, რომ დასაბრედია, მარილზე უნდა გაუშვა. დაცვა მიმართულია იმისკენ, რომ სკანდალური განცადებები აკეთოს",-აღნიშნა გუბელაძემ და დასძინა, რომ ირაკლი მამალაძემ სასამართლოს ის ჩვენება მისცა, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული.
"ცალსახად დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის მკვლელობა და მან განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა თეთრუაშვილის მკვლელობაც",-განაცხადა პროკურორმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან