20:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 17:31:59, 2164 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატრიარქის თითოეული მოწოდება მნიშვნელოვანია.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, მათ შორის ვისაუბრეთ იმ განცხადებებზე, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას. მისი სიტყვების მნიშვნელობა დიდია და სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მართვის სისტემას აქვს უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი. სერიოზული პლუსები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ იქნება პირობები, ეს შეიძლება", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პლებისციტის შესაძლო ჩატარებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია.

"ფართოდ უნდა იყოს გამოკითხული საზოგადოების აზრი. მხოლოდ ასეთ პირობებში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics