2017-06-12 13:15:09, 2170 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ტურნირი 12-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში 11 ივნისს ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი ჩატარდა.
ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობას, ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, მიიღებს.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.
ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან