15:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 22:13:11, 2267 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს

ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს. 

როგორც ვენეციის კომისიის დოკუმენტშია ნათქვამი, კომისია პოზიტიურად აფასებს ცვლილებების 2023 წლიდან ამოქმედების ინიციატივას და აღნიშნავს, რომ ეს სტანდარტი ევროპულ სტანდარტებთანაა თანხვედრაში.

„პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წარმოდგენილი ცვლილება ასევე თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა გამოყენებული იქნება არა შემდეგი არჩევნებიდან, არამედ 2023 წლიდან. თუმცა გასათვალისწინებელია სენატის (მეორე პალატის) არარსებობის პირობებში, საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის მთავარი დამბალანსებელი ძალა ქართულ საკონსტიტუციო სისტემაში არის პრეზიდენტი. შესაბამისად პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს მუდმივად და ექსკლუზიურად საპრეზიდენტო კანდიდატის უმრავლესობის მიერ წარმოდგენა. პარლამენტში (აგრეთვე ხმოსანთა საბჭოში) პლურალიზმის უკეთ უზრუნველსაყოფად საჭიროა შეკავებისა და წონასწორობის ბალანსის დაცვა", - ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics