|
2017-06-02 16:47:56, 2031 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას. სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების“ შექმნას. კიდევ უფრო წასახალისებელია ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს”,-აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ (NS)
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)