05:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 14:55:59, 2452 ნახვა

სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს და მისი გუნდის ეკლესიიდან გაშვების საკითხს დააყენებს

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე  აპირებს დააყენოს საკითხი, რომ  მეუფე პეტრემ   თავისი განზრახვის გამო, ან  ბოდიში მოიხადოს და პატრიარქს შენდობა  სთხოვოს, ან ეკლესიიდან გაუშვან.

„პატრიარქს ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება, როცა პატრიარქს ვიცავ, თქვენი მამის წინააღმდეგ რომ ვინმემ რაღაცის განხორციელება დაიწყოს, თქვენ მამას შეეკითხებით, მამა დაგიცვა თუ არა?! ამ შემთხვევაში მე ვამბობ ჩემს დასაბუთებულ პოზიციას. მე, ედიშერ ქარჩავა, ვაპირებ წმინდა სინოდის წინაშე საკითხის დაყენებას, რომ მეუფე პეტრე თავისი გუნდითა და მხარდაჭერებით, ან საჯაროდ გამოვა, ბოდიშს მოიხდის, შენდობას და პატიებს სთხოვს კათოლიკოს-პატრიარქს იმ თავისი დანაშაულებრივი განზრახვისათვის, რაც მას  გააჩნია და გააბრიყვა მთელი თავისი სამეგრელოს ნაწილი და გარემოცვა, დედაოები გადაქცეული არიან არტილერისტებად ფეისბუქზე. გაგიგიათ, სასულიერო პირები ილანძღებდონენ და ლანძღვა-გინებას ფეისბუქიდან ახორციელებდნენ? ეს ხომ სახეა უკვე ადამიანის? მამა გიორგი პრესსპიკერი რომ გამოდის და პატრიარქს და ეკლესიას რომ უპირისპირდება ამის ანალიზი...“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics