|
2017-05-22 12:47:32, 606 ნახვა
სამხედრო
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. (NS)
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)