05:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 16:12:02, 1880 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება დოქტორ ჰასან როუჰანის ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

"თქვენო აღმატებულებავ, მსურს გულითადად მოგილოცოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და წარმატება გისურვოთ თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა კვლავ გამორჩეული იქნება როგორც ირანის, ასევე ჩვენი რეგიონის კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული კონტაქტების განმტკიცებაზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობა.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ თქვენს სამომავლო საქმიანობაში მეგობარი ირანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics