00:49 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 17:33:26, 2160 ნახვა

სამართალი
ლაშა თორდია: 10 წამში შემიძლია ფარცხალაძესაც და მის ადვოკატსაც დავმართო იმაზე უარესი, რაც დამმართეს

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ   ოთარ ფარცხალაძის განცხადებას, რომ  ლაშა თორდიასთან შეხვედრა წამიერი იყო და მას თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია,  აბსურდი უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, გამოძიებას სურს აქცენტი ამ დეტალებზე გადაიტანოს და მთავარი დაფაროს. თორდიას განცხადებით, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თავდასხმა მოხდა ინსტიტუციაზე, რომლის მთავარი ფუნქციაა კორუფციული, თუ არაეფექტური ხარჯების გამოვლენა.

ამასთან, ლაშა თორდიას განმარტებით, კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი დანაშაული,  არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა.

„ამ თემაზე უნდათ ზუსტად რომ  მალაპარაკონ. დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია. 10 წამში შემიძლია მასაც და მის ადვოკატსაც დავმართო იმაზე უარესი, რაც დამმართეს. აბსურდის თეატრია, ცირკია, რომელსაც ადვოკატების მეშვეობით ალაგებენ. თითქოს მე გავედი საპრგფარეშოში და თავი ვურტყი კედელს და მივიყენე თვითდაზიანება“,-განაცხადა ლაშა თორდიამ.

შეგახსენებთ, ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics