18:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 13:05:16, 2220 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: საქართველოსნაირ ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს ჰქონდეს მთავარსარდლის ფუნქცია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსნაირ ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქცია ჰქონდეს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პრინციპულ საკითხებში, რომელიც მას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვს, ერთ- ერთი მთავარი სწორედ ეს არის.

"როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციები არა მხოლოდ ომიანობის დროს, არამედ ომამდეც, რომ უფრო მეტად განამტკიცოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც  ისაუბრა.

„არის საუბარი არჩევის წესთან დაკავშირებით. არჩევა შეიძლება პირდაპირიც და არაპირდაპირაც, ორივე დემოკრატიულია, მაგრამ როცა საზოგადოების უმრავლესობას უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით, რამდენად დემოკრატიულია ამ ხალხს უთხრა უარი? რამდენად გესმის დემოკრატიისა და კონსტიტუციის  აზრი, როცა უბრალოდ ეუბნები, რომ არა, 300 ხმოსანი აირჩევს", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics