21:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 17:54:29, 408 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,  სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდნენ. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე იმსჯელეს. 
სოზარ სუბარმა  ასტრიდ თორსს დეტალურად გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა მიმართულებით ახორციელებს.  

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუსლიმი მესხების რეპატრიაციის საკითხიც.  

სოზარ სუბარის განცხადებით,  საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფოს სტრატეგია დაამტკიცა და უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიაზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics