19:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:27:50, 2186 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: თბილისში ცვლილებების განხილვა ჩატარდება და შევეცდებით, თავიდან ავირიდოთ პროვოკაცია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა აუცილებლად გაიმართება.

მისივე თქმით, ორგანიზაციული საკითხები კომისიის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება:

"თბილისში  აუცილებლად ჩატარდება, გაგრძელდება ზოგადად საყოველთაო- სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ 1 თვის განმავლობაში განხილვები უნდა გრძელდებოდეს. კომისიის სხდომაზე განვიხილავთ ამ საკითხს და ორგანიზაციულ დეტალებზე შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით,  უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, პროვოკაციის თავიდან არიდებაც , შესაბამის ზომებს მივმართავთ", - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics