02:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 15:10:55, 1739 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, მაინც გაიმართება

თბილისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, გაიმართება, თუმცა როდის,  ჯერჯერობით უცნობია.

„რა თქმა უნდა, პროცესი გაგრძელდება. რამდენიმე ადამიანის ნეგატიური აქტიურობით ეს პროცესი არ ჩაიშლება  და არ დასრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი, ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შეიცვლება. პროცესი გაგრძელდება და კონკრეტულ თარიღებს თქვენ შეიტყობთ. დღემდე არანაირი შეზღუდვა მიწასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არ არსებობდა. ამას მოწმობდა ისიც, რომ სულ ახლო წარსულში საკონსტიტუციო სასამართლომ ამის გამო დაადგინა, რომ  მიწის გაყიდვის შეზღუდვა არის არაკანონიერი, არაკონსტიტუციური. შესაბამისი ნორმა გაჩნდა კონსტიტუციაში, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, ნებისმიერი  გამკაცრება,  როგორც ამას უწყობს ჩვენი საზოგადოება და ჩვენს  პოლიტიკურ გუნდშიც ბუნებრივია ასეთი აზრი არსებობს, არ იქნება არაკონსტიტუციური. როგორც მინიმუმ ეს არის უდიდესი მიღწევა. შესაბამისად, შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქართული მიწა ასე თავისუფლად არ იყიდებოდეს უცხოელებზე და  არანაირი საფრთხე ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს. აქედან გამომდინარე, ეს პროტესტი უსაფუძვლოა“,-მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ფილარმონიაში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. დარბაზში მყოფმა სხვადასხვა  ჯგუფებმა  პარლამენტის თავმჯდომარეს საშუალება არ მისცეს, კონსტიტუციური ცვლილებები წარედგინა. მათ შრომითი უფლებების კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა მოითხოვეს, ასევე გაჟღერდა  მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics