02:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 20:41:00, 1873 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე NDI-ს კვლევაზე: სამწუხაროდ, ნდობა დღემდე ვერ მოიპოვა

 „სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის  შედეგებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, უნდობლობის მიზეზი კვლევის შედეგებსა და ქვეყანაში არსებულ რეალობას შორის რადიკალური სხვაობაა. 

„ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევასთან დაკავშირებით და აქაც შეგვიძლია, იგივე განცხადება გავაკეთოთ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ და ამის მთავარი მიზეზი არის რადიკალური აცდენა მათ შედეგებსა და იმ რეალობას შორის, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, გახსოვთ, რომ საარჩევნო კუთხითაც არის მუდმივად აცდენილი ეს კვლევები იმ რეალობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics