22:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:30:45, 1949 ნახვა

პოლიტიკა
თეთრი სახლი გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა.

შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციამ კაპიტოლიუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნდა.

"ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა თეთრ სახლში. ორმა ლიდერმა აშშ-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცე, რომელიც 25 წლის განმავლობაში უფრო გაიზარდა. შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა  საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, მათ შორის 31-მა ქართველმა სამხედრომ, ავღანეთში ნატო-ს ძალებთან გვერდიგვერდ ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ადმინისტრაციის ერთგულება დაადასტურა. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე, საქართველოს პრემიერის როლი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში გამოყო. გარდა ამისა, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატო-ში ისევ დაადასტურა. ლიდერებმა ასევე განიხილეს, საშუალებები იმისა, თუ როგორ გაუმჯობესდეს ორი ქვეყნის შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანდ რექს ტილერსონს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics