23:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:50:10, 2211 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ხუხაშვილი იური ლუჟკოვის ვიზიტზე: ცუდი არ იქნება, რომ ვინმე დაისაჯოს

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტი, სამართალდამცავი სისტემის გაუმართავი მუშაობის ბრალია.

როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იური ლუჟკოვი შესაბამის რეესტრში უნდა დაფიქსირებულიყო, როგორც "ოკუპაციის შესახებ კანონის" დამრღვევი.

"თუ ჟურნალისტებისთვის, ასე ადვილად მოსაძებნი იყო იური ლუჟკოვის კანონდარღვევები, სამართალდამცავ სისტემას რატომ არ ჰქონდა ეს დაფიქსირებული?! არ მგონია, რომ ეს არის შეგნებული დარღევა. ვფიქრობ, რომ ეს უფრო შესაბამისი სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის შედეგია, რაზეც ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება, რომ ვინმე დაისაჯოს. ყურადღებას აქ მივაქცევდი იმას, რომ ეს არ არის, როგორც ჩანს მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების პრობლემა. თუ ლუჟკოვი იმ წლებში არღვევდა ოკუპაციის შეახებ კანონს, მაშინ ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში უნდა ყოფილიყო შესაბამის რეესტრში შეტანილი. დღევანდელ ხელისუფლებასთან ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პრეტენზიები, მაგრამ წინა ხელისუფლება რას აკეთებდა?! მათ რატომ არ ჰქონდათ დაფიქსირებული ამ ადამიანის მიერ კანონის დარღვევა?! მათ, რომ დაეფიქსირებინათ, ის რეესტრში მოხვდებოდა და შესაბამისად საზღვრის გადაკვეთის დროს აანთებდა წითელს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე - როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება აღნიშნულ ვითარებაში, ექპერტმა დასძინა, რომ თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვა, ის უნდა აღსრულდეს.

"თუ კანონი არსებობს, ის უნდა აღსრულდეს. ცალკე საკითხია ის, რომ ვიღაცას ამ კანონის რევიზირების მოხდენა შეუძლია. სანამ კანონი ქვეყანაში მოქმედებს, ის უნდა სრულდებოდეს. კანონის გვერდის ავლა არავის ეპატიება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics