20:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 21:19:20, 2183 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტი საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, თუმცა, ხვალინდელ შეხვედრას ვერ დაესწრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრაზე ყველა ძირითად პრინციპზე შეთანხმდნენ და ყველა დეტალი გაიარეს.

მისივე თქმით, ხვალ, გიორგი მარგველაშვილი საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ხვდება.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ საერთო სახალხო განხლვები იწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics