20:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 15:39:08, 1869 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას სთავაზობს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის მიზანი არ არის აღნიშნულმა პროცესმა  რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს.

"საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან, ცვლილებებს გააცნობენ. მითუმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანი ვართ და იმის უნარი გვაქვს, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics