04:57 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:40:20, 2094 ნახვა

ეკონომიკა
​​უმსხვილესი ამერიკული კომპანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა

გლობალური მრავალპროფილური კომპანია „3M“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს, საქართველოში სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით და ბიზნეს კლიმატით დაინტერესდა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და რეგიონალურ დირექტორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„საერთაშორისო მასშტაბით გლობალური კომპანიების საქართველოსადმი არსებული დიდი ინტერესი საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმების, რეგიონში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული პარტნიორობის  შედეგია და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროცესს, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად აქცევს და მოიზიდავს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორსაც წარმოადგენს „3M", რომელიც საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული", - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას.

 კომპანია  „3M"  ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 70-მდე ქვეყანაში შვილობილ კომპანიას და 38 ქვეყანაში საწარმოს ფლობს.  კომპანიას, რომლის გაყიდვებმაც 2015 წელს 32 მილიარდი შეადგინა, მსოფლიო მასშტაბით 90 000 -მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics