02:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 14:14:25, 2254 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე უსუფაშვილის პარტიაზე: რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი წინამორბედის მიერ ცენტრისტული პარტიის შექმნას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე- ცენტრისტული პარტია დავით უსუფაშვილის მონაწილეობით შეიძლება თუ არა  ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამის მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ აქვს.

„მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას წინა საპარლამენტო  არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მექნებოდა“,-აღნიშნა კობახიძემ.

თუმცა, კობახიძე ქვეყანაში ძლიერი პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას მიესალმება და დავით უსუფაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს:

„ძალიან  მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს  ძლიერი პოლიტიკური პარტიები. საქართველოს დღეს არ აქვს პარტიული სისტემა  როგორც ასეთი. დიდ პატივს ვცემ პირადად ჩემს წინამორბედს, ბატონ დავით უსუფაშვილს და პირადად მას შემიძლია წარმატება ვუსურვო და ძალიან კარგი იქნება, თუ საქართვლეოში ძლიერი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდება. ეს მხოლოდ წაადგება  საქართველოში  ძლიერი პარტიული სისტემის  განვითარებას, ანუ, იმის განვითარებას, რაც დღეს საქართველოში რეალურად არ არსებობს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ახალი, ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics