|
2017-04-27 21:30:52, 1159 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 აპრილის ანონსი
28 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოსამართლეთა ასოციაციების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც განიხილება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (მედიაცია) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი-ლევან მურუსიძე, საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები. ასევე მოწვეულები არიან საერთაშორისო ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. 28 აპრილს, 10:00 საათზე "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება. თემა - ექსკლუზიური ინფორმაცია ურბანულ პრობლემასთან დაკავშირებით. 28 აპრილს, 11:00 საათზე, ”ფუნიკულირზე” საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა. 28 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადებებს განიხილავს. წინადადებები ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით მსჯავრდებულთა ამნისტიის საკითხებს და სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულთათვის საგადასახადო დავალიანებაზე საურავის/ჯარიმის დარიცხვის შეჩერებას. 28 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. სასტუმრო „თბილისი მარიოტი", დიდი საკონფერენციო დარბაზი. 28 აპრილს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ცე კორპუსი, მე-5 სართული) 28 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება დავით უსუფაშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. თემა: დავით უსუფაშვილი საზოგადოებას შესთავაზებს სამოქალაქო და პოლიტიკურ ინიციატივებს და ფართო პარტნიორობის ფორმატში მათი განხორციელების გეგმას. 28 აპრილს, 12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანისთან ერთად გრანტის ფარგლებში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადაცემულ სამედიცინო ინვენტარს დაათვალიერებს. მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი). საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009 28 აპრილს, 12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციას, რუსთავის მერიისა და საკრებულოს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელს შეხვდება. 28 აპრილს, 13:00 საათზე, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი, პოლონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, მალგოჟატა გოშიევსკასთან და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან შეხვედრას გამართავს. 28 აპრილს, 13:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 28 აპრილს, 14:00 საათზე, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. 28 აპრილს, 15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. 28 აპრილს, 18.00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში „თიბისი გალერეა“ და ლადო გუდიაშვილის ფონდი ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენას - „სატირული გრაფიკა 1940 – 50 წწ“ მოაწყობენ. მის: მარჯანიშვილის #7, „თიბისი გალერეა“, მე-4 სართული.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)