17:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 20:15:17, 1918 ნახვა

პოლიტიკა
კახიშვილი: რუმინეთში პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე უფრო გაიზრდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, რუმენთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო გაიზრდება.

„ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. ბუქარესტში გამართულ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები იქნა განხილული ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში. მე, ჩემი მხრივ, რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან ერთად მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომლის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება", - განაცხადა მინისტრმა.

კახიშვილმა აღნიშნა, რომ ორივე უწყების თანამშრომელთა მონაწილეობით სპეციალური ჯგუფიც ჩამოყალიბდება, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციამ შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ნიკოლა ელივიუ დრაგნეასთან გამართა. კახა კახიშვილმა ორი ქვეყნის მთავრობათა წევრებს შორის გაფართოებულ შეხვედრასა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაშიც მიიღო მონაწილეობა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics