17:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 17:07:18, 2460 ნახვა

მსოფლიო
„არც ლე პენი, არც მაკრონი“ - საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები დევიზით „არც ლე პენი, არც მაკრონი“ საპროტესტო აქციებს მართავენ, - ამის შესახებ AFP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პარიზის რამდენიმე ლიცეუმი უფროსკლასელების მიერ არის ბლოკირებული. 

მოსწავლეებმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების, მარინ ლე პენის და ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. 

France Press-ის ცნობით, საპროტესტო აქციის გამო, 4 ლიცეუმმა დღეს სასწავლო პროცესი შეწყვიტა, 6 ლიცეუმი კი ნაწილობრივ არის ბლოკირებული.

როგორც მედია წერს, საერთო ჯამში, დაახლოებით 20 ლიცეუმში საპროტესტო აქციის მოწყობის მცდელობა იყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics