16:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 15:57:33, 2060 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს

ქ. ლონდონში Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს.
 
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ელჩს ჯილდო ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
 
აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია უკვე მე-9 წელია იმართება და აღიარებს ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლობების გამორჩეულ საქმიანობასა და წარმატებებს, რაც მათი ქვეყნების კეთილდღეობას ემსახურება. ჟურნალმა DIPLOMAT გამარჯვებულები გამოავლინა 10 კატეგორიაში. კანდიდატები დასახელებულ იქნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics