02:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 20:31:10, 2434 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
„საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა“

ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა  5 000-დან  50 000 ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას: 2010-2012 წლებში სულ 150-მდე კომპანიას გაუფორმდა საგადასახადო   გრაფიკი  და შეთანხმება,  მაშინ როდესაც 2013-2016 წლებში, გადასახადო შეთანხმება გაუფორმდა 4900-ზე მეტ კომპანიას.  თუ პირველ შემთხვევაში თანხა მხოლოდ 10 მილიონს აღწევდა, მეორე შემთხევაში მისი მოცულობა უკვე 209 მილიონია", - განაცხადა  პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი  შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.

 „5 000 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლებლობით, პრაქტიკულად, 3000-მდე  წვრილმა მეწარმემ ისარგებლა. შესაბამისად, ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, უკეთესად შეასრულოს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა,  წარმოდგენილი ცვლილებებით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შედგენით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics