14:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 15:26:40, 2052 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრები ხვალ გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრებს 25 აპრილს სტრასბურგში გამართავენ.

საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,  ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტსა და დაგეგმილ ცვლილებებზე მიაწვდიან ინფორმაციას.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ვენეციის კომისიის მდივანთან ხაზს გაუსვამენ,  რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი არ არის. 

ამასთან, უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ ყველა ცვლილების შესახებ ვენეციის კომისიას საქმის კურსში წინასწარ ჩააყენებენ.

ცნობისთვის, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები კომისიის მდივანს, თომას მარკერტს ცალ-ცალკე შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics