|
2017-04-24 13:54:45, 1723 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო მინისტრი: თანამშრომლობის თვალსაზრისით, ესტონეთისთვის საქართველო პრიორიტეტულია
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სვენ მიკსერის განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. როგორც სვენ მიკსერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ თბილისში ვიმყოფები. ეჭვგარეშეა, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩავატარეთ მიხეილ ჯანელიძესთან. მაღალ შეფასებას ვაძლევ ამ ვიზიტს. საქართველო გახლავთ ესტონეთის პარტნიორი და პირიქით, ესტონეთი საქართველოს პარტნიორი. თანამშრომლობის თვალსაზრისით, ესტონეთისთვის საქართველო პრიორიტეტულია. ესტონეთი ემზადება ევროკავშირის პრეზიდენტობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, ყველა ის პროცესი მნიშვნელოვანია, რომელიც მას ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. ძალიან კარგად ვიცით, რომ რეფორმები ხშირად არის მტკივნეული, მაგრამ საჭირო. რაც შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებს, ესტონეთი ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით“, - განაცხადა სვენ მიკსერმა. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია. “საქართველომ სერიოზული წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში, მუშაობდა კონსტრუქციულად და მაქსიმალურად იყო ჩართული. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა ის ფორმატი, რომელსაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გვაძლევს”, – განაცხადა ესტონეთის სვენ მიკსერმა. ესტონეთის საგარეო უწების ხელმძღვანელი დღის განმავლობაში რამდენიმე დიპლომატიურ შეხვედრას გამართავს, მათ შორის, შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. სვენ მიკსერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ეწვევა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)